29 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 06:00-დან 10:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი და მიმდებარე
სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის
სოფლებში ცურტავი, ქოლაგირი, ხიდისყური, ტანძია, იწრია, ძეძვნარიანი და
მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.