გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ქვემო ქართლში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს 08:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, წალასყური, კუმისი და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 19:00 აბონენტებს მარნეულში იაგლუჯისა და აღმაშენებლის ქუჩებზე;
17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ნიზამი და მიმდებარე სოფლებში; 07:20-და 08:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ფალიშვილის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, გორის, თბილისის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00- დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი, ფონიჭალა, მთის ძირი და მიმდებარე სოფლებში;
11:45-დან 19:30 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ჯიგრაშენი, სამღერეთი, იფნარა, ლიპა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.