33 დღიანი პროტესტო გურიაში – ფქვილის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

ფოტო: მთავარი

გურიაში საპროტესტო აქცია გაიმართა – 33-ე დღეა ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლები გაფიცულები არიან. შეჩერებულია საწარმოო პროცესი. აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესში არ ერთვებიან და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ქარხანაში დასაქმებულების თქმით, კომპანიამ მათი სამუშაო პირობებიც უნდა გააუმჯობესოს.

დღეს გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხანის შენობას ბოქლომი დაადეს, რის შემდეგაც გურიის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. ქარხნის თანამშრომლებს პროფესიული კავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.