352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- კოვიდსტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.