4 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში აღმაშენებლის, გამსახურდიას, სულხან-საბას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მარნეულის რაიონის სოფლებში ნაგორნაია, კიზილ-აჯლო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ივანივკა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მანგლისში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, კალაიჩევის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, წმ. ნინოს, სიონის, იყალთოს, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.