ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 36 ქვემო ქართლში. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გამოჯანმრთელდა 1 201 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 910 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%.









