საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.