699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,05%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 267 გამოჯანმრთელდა, 5 237 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 248 545 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 201.