7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობა- დაკავებულია 65 წლის მამაკაცი

ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა.

მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.

65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.