საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 253 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,75, ბოლო შვიდი დღის – 2,59 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 023 გამოჯანმრთელდა, 4 996 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 191 001 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 184.