საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.