საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ჩატარდა 40 667 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283.









