8 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ვარკეთილის მეურნეობაში, დიდი ლილო, პატარა ლილო, ქვიშიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირქენდი, იალღუჯის დასახლება; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებ რატევანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.