თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვს.