16 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს კუმისში, კრწანისში, თელეთში, კუმისის ტბის ტერიტორიაზე. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში წალასყური, თელეთი, კუმისი, ტაბახმელა.
10:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაიდარი, ქურთლიარი, დოლისყანა, წერეთელი, მეორე ქესალო, საიმერლო, ლეჟბადინი.
12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი, ძველი გოდაგდაგი, ახა, კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო, იაკუბლო.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ყაბური, ჩივთქილისა, თეჯისი, კარაკომი, საბეჭისი, თამალა-ხარაბა, ბეშთაშენი, არ-სარვანი.
11:50-დან 19:30 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს პანტიანი, კვესეთი, ელფია, ორბეთი, დიდება, რანჩო, მანგლისი, კოჯორი. 11:50-დან 12:05 საათამდე და 19:00-დან 19:30 საათამდე – სოფლებს დიდი თონეთი,წყლულეთი, წვერი, დიდგორი, ახალი ზირბითი, დრე, მოხისი, ღოლოვანი, ღვევი, პირველი შამთა, ვანათი, ზირბითი, ზემო წყლულეთი, შამთა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.