Facebook-ი ჯგუფებში კონფლიქტების პრევენციისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

ინტერნეტში მიმდინარე დისკუსიები სწრაფად გამოდის კონტროლიდან, ამიტომ Facebook-ი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას.

სოციალური ქსელი ტესტავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ჯგუფში დაპირისპირებების გამოსავლენად. შესაბამისად, ადმინისტრატორები სწრაფად შეძლებენ ვითარების განმუხტვას.

აღნიშნული განცხადება განთავსდა ბლოგზე, სადაც Facebook-მა დანერგა ახალი პროგრამული ინსტრუმენტები 70 მილიონზე მეტი ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც მართავენ ჯგუფებს სოციალური ქსელის პლატფორმაზე. Facebook-მა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ თვეში 1,8 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს ჯგუფებში დაწყებულ დისკუსიებში, ხოლო პლატფორმაზე ათობით მილიონი აქტიური ჯგუფია.

ახალ ინსტრუმენტებთან ერთად, Facebook-ის მიერ გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს, როდის გაუგზავნოს კომპანიას “კონფლიქტის შესახებ შეტყობინებები”. შეტყობინებები გადაეგზავნებათ ადმინისტრატორებს, თუ იდენტიფიცირდება, რომ მათ ჯგუფში საუბარი “სადავო ან არაჯანსაღია”.

წლების განმავლობაში, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Facebook-ი და Twitter-ი, სულ უფრო და უფრო მეტ იმედს ამყარებენ ხელოვნურ ინტელექტზე. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს იმ შინაარსის თავიდან ასაცილებლად, რომლის ნახვა მომხმარებლებს არ სურთ. ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება მოდერატორებს, გაწმინდონ სწრაფად მზარდი მასშტაბის სოციალური მედია.

ამასთან, სარგებლის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს მოუხერხებელი ონლაინ შეტყობინებების სირთულისა და კონტექსტის გათვალისწინებით.

წყარო: ბიზნესფორმულა