ჩვენ ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში მოცირკულირე შტამებიდან 10-15 პროცენტი არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არ არის.
„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში მოცირკულირე შტამებიდან 10-15 პროცენტი არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული. გვქონდა 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და თუ არ ვცდები, შაბათს კიდევ 2 შემთხვევა დაემატა. აქედან გამომდინარე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც გასულ ზაფხულს, როდესაც თავი დავიმშვიდეთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია. კოვიდი არ დაგვიმარცხებია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.