Novavax-ის ეფექტიანობა 90%-ს შეადგენს

Novavax Inc-მა აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ მისი ვაქცინა კორონავირუსის  წინააღმდეგ 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

საერთო ჯამში კვლევები 30 ათას მოხალისეზე ჩატარდა. კომპანიამ უკვე შეიტანა ოფიციალური განაცხადი, რათა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს, რაც სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში მოხდება.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მიმართ ეფექტიანია.

ვაქცინა ტრადიციული მეთოდით, ცილის ბაზაზეა დამზადებული, მასში „გაწმენდილი“ ვირუსი შედის, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს.