PHR: სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ფოტო: მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა. ამის შესახებ PHR-ის იურისტებმა განაცხადეს.

მათივე ცნობით, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოთხოვნით, მოზარდები ბავშვების მიმღებ ოჯახებში, ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში უნდა გადაანაწილონ.

იურისტებისა და ბავშვთა უფლებადამცველების განმარტებით, გადაწყვეტილება ეხება როგოც შშმ, ასევე პანსიონის სხვა ყველა ბენეფიციარს.

ორგანიზაციამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.