Regeneron-ი კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების რისკს 20%-ით ამცირებს

Regeneron Pharmaceuticals-ის ანტისხეულების კოქტეილი 20%-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულებში, რომლებსაც საკუთარი ანტისხეულების წარმოქმნა არ შეუძლიათ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნის თანახმად, 28 დღის განმავლობაში, ყოველ 100 პაციენტზე, რომლებიც კომპანიის მიერ წარმოებული ორი მონოკლონური ანტისხეულის კომბინაციას იღებენ, გარდაცვალების რიცხვი 6-ით ნაკლებია.

კოქტეილის მიღების შემთხვევაში, ოთხი დღით ნაკლებია დრო, რომელსაც პაციენტები საავადმყოფოში ატარებენ. მათ ნაკლებად სჭირდებათ სასუნთქი აპარატიც.

აშშ-ში მძიმე სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ კომბინირებული თერაპიის გამოყენება დამტკიცებულია. ახალი მონაცემების საფუძველზე, შესაძლოა, წამლის ავტორიზაცია გაფართოვდეს.

“ეს ნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად იმის მიხედვით, გაუკეთდეთ თუ არა ანტისხეულები”-  ამბობს დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ფიონა უოტი.

კვლევის მიხედვით, 9 700 პაციენტის დაახლოებით ორ მესამედს, რომლებმაც ანტისხეულები გამოიმუშავეს, კოქტეილის სარგებელის მომტანი არ აღმოჩნდა. კვლევის ჩატარების დროს, პაციენტების უმრავლესობა სრულად ვაქცინირებული არ იყო.

კომპანიის განცხადებით, კვლევის შედეგები დამაიმედებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნური რეაქცია აქვთ ვაქცინასა და ინფექციაზე.

 ორიგინალური სტატიის ავტორები: კატარინე გემელი, რობერტ ლენგრეტი და ელენ ჩენი

 

წყარო:ბიზნესფორმულა