ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინების დანაკარგთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს “ჩვეულებრივი მიმდინარე ფაქტორია და დანაკარგი პროგნოზულადაც განსაზღვრული იყო”.
“ყველაზე მაღალი დანაკარგი გამოვიდა “ასტრაზენეკას” შემთხვევაში, რაც არის 3%, რაც ზოგადად, პროგნოზულ მაჩვენებელთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. რაც შეეხება “სინოფარმის” და “სინოვაკის” დანაკარგს, არის პრაქტიკულად 0, ერთეული შემთხვევა იყო, როცა გატყდა, ტექნიკურად დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა ეს დოზა და 0.3%-ია ფაიზერის შემთხვევაში, ესეც უკავშირდება მექანიკურ დაზიანებას.”-აცხადებს გაბუნია.