ბელგიამ საქართველოს დროებით საზღვარი ჩაუკეტა

ბელგიამ საქართველოს დროებით საზღვარი ჩაუკეტა. ოფიციალური ინფორმაციით საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი, ახალი დელტა შტამის გავრცელებაა. ბელგიამ 24 ქვეყანას ჩაუკეტა საზღვარი, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ყველა ქვეყნის მოქალაქეს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ რეგულაციები დროებითია და ტურისტები ბელგიაში დაბრუნებას ამ 24 ქვეყნიდან კორონავირუსის შემთხვევების შემცირების შემდეგ შეძლებენ.