ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა “კომენდანტის საათის” მოხსნის საკითხზე მუშაობს, თუმცა აუცილებელია ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაკვირვება.
როგორც გაბუნია ამბობს, ამ თვეში სიფრთხილეა საჭირო, რადგან ბოლო მონაცემებით ეპიდვითარება საყურადღებოა.
“ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ ეპიდემიურ სიტუაციას, რა თქმა, უნდა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შევხედავთ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამასთან ერთად, როგორც ხედავთ ვაქცინირებულების რაოდენობა იმატებს და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რამდენად გვექნება ამის რესურსი ღამით შეზღუდვის მოხსნის. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან თქვენ ხედავთ, დღეს უკვე 1000-ზე მეტია. ეს კი შაბათ-კვირის ეფექტია, თუმცა უნდა ვნახოთ სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება ეპიდემიის”.- აცხადებს გაბუნია.