დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე დღეს პარლამენტში მივიდა. დეპუტატი ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება.

„სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრია.