“ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება” – ამის შესახებ პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ვასაძე ამბობს, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
“ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ეს არის ჩვენი სამიზნე. მივიღებთ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ამაზე ძალიან ფართო მსჯელობა მიმდინარეობს გუნდში და თავის დროზე ამას ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადებთ”,-განაცხადა ლევან ვასაძემ.