თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის” ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.