თბილისში, დირსის დასახლებაში ხანძარია. ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა. როგორც TV4-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის მეორადი საბურავები და ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. TV4 ინფორმაციას აზუსტებს.
ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე ფონიჭალის დასახლებიდან შეინიშნება.