“იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე”- წალკის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ ახალგაზრდას

“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა?  არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტეს, გაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო, ბოდიში”- ასე პასუხობს წალკის მუნიციპალიტეტი მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი სოციალურ ქსელში ადგილობრივი ახალგაზრდის გამოხმაურებას, რომელიც მუნიციპალიტეტში გამართულ საბავშვო კონცერტს ეხებოდა.

ადგილობრივმა კონსტანტინე გაბულდანმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გააზიარა, რომელიც წალკაში საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხას ეხებოდა.პოსტში, რომელიც გაბულდანმა 25 ივნისს დაწერა,  მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდი  მონიშნა და მათ “იმბეცილები” უწოდა.

ახალგაზრდა წერდა, რომ წალკაში მოსახლეობას ყოფითი პრობლემები აქვს და მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.