კიევში ტანსაცმლის ჩვენება გაიმართა, მოდელები პოდიუმზე კუბოებში გამოჰყავდათ

25-26 ივნისს კიევში დაკრძალვის კულტურის გამოფენა RIP Expo 2021-ი გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოფენაზე ანიმეს სტილის კუბოები წარადგინეს, მოდის მოყვარულებს კი კუბოები ლოგოტიპებით Supreme აჩვენეს.

ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იყო კრემაციის შედეგად მიღებული ფერფლისგან დამზადებული ბრილიანტების დათვალიერება.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი მიცვალებულებისთვის ტანსაცმლის დეფილე გახდა. მოდელები პოდიუმზე კუბოებში გამოჰყავდათ.