ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 527 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 53 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან, გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დაარღვია და დაჯარიმდა 374 ადამიანი, ხოლო განმეორებით დარღვევის 100 ფაქტი გამოვლინდა.









