საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720 გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.









