კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით, მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პორტალზე https://datacov.moh.gov.ge/ აიტვირთება.
პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
პორტალზე შესაძლებელია პაციენტების სტატუსისა და შემთხვევების მკურნალობის ფორმის ნახვა.
ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.
პორტალზე განთავსებულ კორონავირუსის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.