კოსტავას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

კოსტავას გამზირზე ჰონდა ფიტის მარკის მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

TV4-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია.