ლომოურის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

ლომოურის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ცეცხლი სავარაუდოდ, კარფურის ტერიტორიაზე გაჩნდა. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.