მსოფლიო ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი პირველად იასპარეზებს

43 წლის ლორელ ჰაბერდი პირველი ტრანსგენდერია, რომელსაც მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მისცეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ტრანსგენდერი ქალის ოლიმპიადაში ჩართვას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ლორელს სხვა მონაწილეებზე უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რაც უსამართლობაა.

სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებში 2013 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა, მაშინ კაცთა გუნდში ასპარეზობდა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2015 წელს სპორტსმენებისთვის წესები შეცვალა და ტრანსგენდერებს მისცა უფლება, ჩაერთონ შეჯიბრში.

ლორელ ჰაბერდი ოლიმპიადაზე 87-კგ-იან წონით კატეგორიაში, ახალი ზელანდიის სახელით იასპარეზებს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.