პარლამენტის სხდომათა დარბაზში „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კამათის მიზეზი სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას მიერ განთავსებული სტატუსი გახდა.
„კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენ გვლანძღავდნენ, იმის გამო რომ პარლამენტში შესასვლელიაო ვიძახდით, ახლა თანამდებობებს ითხოვენ”, – დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში. მის ამ სტატუსს გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი.
„ჩემი განცხადებით შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ბიძინასთან შეკრულს მეძახდით და ახლა სტატუსი გიკვირთ?”, – მიმართა იაგო ხვიჩიამ ლევან ხაბეიშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა იაგო ხვიჩიას მიუთითეს, რომ ტელეკამერები მათ კამათს იღებდნენ და მას აღარ უპასუხეს.









