რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის ჰიმნი ჩართეს.
„სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს და დამნახავი ამას დაინახავს“,- ასე მიმართა კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.