პუტინი: ჩვენ ვინმეს მოკვლის ჩვევა არ გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ვინმეს მოკვლის ჩვევა არ აქვს. პუტინმა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხს NBC-ის მისცა.

რუსეთში ადამიანების უფლებებზე საუბრისას ჟურნალისტმა მას პირდაპირ ჰკითხა, შეუკვეთა თუ არა მან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობა.

“რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვინმეს მოკვლის ჩვევა არ გვაქვს, ეს ერთი. მეორეც, მე თქვენ გკითხავთ, თქვენ შეუკვეთეთ იმ ქალის მკვლელობა, რომელიც კონგრესის დარბაზში შევიდა და პოლიციამ ესროლა. თქვენ იცით, რომ 415 ადამიანი დააკავეს, კონგრესში შესვლის შემდეგ და ისინი იქ კომპიუტერების მოსაპარად არ შესულან, იქ პოლიტიკური დავალებით მივიდნენ”,- თქვა პუტინმა.