რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური “ინდური შტამის” წინააღმდეგ

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომელი კოვიდვაქცინაა  ყველაზე ეფექტური “ინდური შტამის” წინააღმდეგ- როგორც ბუწაშვილი ამბობს, აღნიშნული შტამი ყველაზე ადვილად ახალგაზრდებს აინფიცირებს.

“ასევე მეტად ახასიათებს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, ფაღარათი მაგალითად და ასევე სურდო, რომელიც ტრადიციულად კოვიდისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი. ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ორჯერ აღემატება დელტა-შტამის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვირუსი, ფაქტია, რომ უფრო აგრესიულია წინამორბედებთან შედარებით. კარგი იქნებოდა, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი ყოფილიყო “ფაიზერის” ვაქცინით აცრილი, რადგან კვლევები გვიჩვენებს, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ყველაზე ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.