რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ შოლკოვოში მეხი ელექტროგადაცემის ქვესადგურს მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
უცხოური მედია წერს, რომ ფაქტი თვითმხილველებმა გადაიღეს. აფეთქების შემდეგ, რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.









