რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ჯამში ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 3 945 500 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 63 655 200 ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული დანამატი ხარჯვით ნაწილში შემდეგნაირად გადანაწილდა:
9 000 ლარი რუსთავის კორპუსის ადმინისტრირების , 90 000 ლარზე მეტი თანხა ცხოველთა მონიტორინგის, ხოლო 120 000 ლარი მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამებს მოხმარდება.
ამასთან, 200 000 ლარი განისაზღვრა საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაციისთვის, 291 000 ლარი კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამას მოხმარდება.
3 მილიონამდე თანხა სხვადსხვა მისამართზე გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამებზე გადანაწილდა. 40 100 ლარი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციას, 25 300 ლარი საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობის პროგრამას მოხმარდება.