“რუსთავის წყლის” სპეციალური განცხადება

კომპანია “რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე ,,რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას და მთავარ სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს, გარდაბნის და მშენებელთა დასახლებებს ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.