საქართველოში ორჯერადად აცრილია 31 ათასამდე მოქალაქე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორჯერადად აცრილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იზოლაციის წესების გაუქმებაზე განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით საქართველოს 31 ათასამდე მოქალაქეა ორჯერადად აცრილი.

„31 ათასამდე ორჯერადად აცრილი საქართველოს მოქალაქე გვყავს. შესაბამისად, მათთვის მოგზაურობიდან ჩამოსვლის შემდეგ იზოლაციის წესების გაუქმება იქნება განხილვის საგანი. იმიტომ, რომ უკვე გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, ვინც ორჯერადადაა აცრილი ქვეყანაში დაგროვდა, ამიტომ განიხილება მათთვის შესაბამისი ცნობების გაცემა. მათი ნაწილი უკვე იღებს ამ ცნობებს, შეუძლიათ ჩვენი პორტალიდან ამობეჭდონ შესაბამისი ცნობა, სადაც დატანილია აცრის სტატუსი, QR კოდზე კი არის დატანილი მათი აცრის ისტორია. ამ ცნობას ბევრი ადამიანი უკვე იღებს. ახლა ვმუშაობთ ლეგალურ საფუძველზე ამ ცნობის გამყენების,“ – განაცხადა გამყრელიძემ.