საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყისა და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება ხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მოსავლის აღების პროცესში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ხანძრის გაჩენის საფრთხე თავიდან აიცილონ.