დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელებას ეხმაურება. პროფესორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უფრო მეტად დაიცვან რეკომენდაციები, რადგან ჯერ არავინ იცის, როგორ გავრცელდება ეს ვარიანტი საქართველოში.
როგორც ფხაკაძე ამბობს, ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა, სიცხემაც ვერ შეაშინოს.
„იარეთ სუფთა ჰაერზე. მე მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. როცა ვმოგზაურობ ვცდილობ, რომ მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ. ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები. კუხნაში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკამდოდდაცულად გავიარე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.









