“შეწყდეს სახლის დაწვაზე გამოძიება”- ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ოჯახის მოთხოვნა

შეწყდეს გამოძიება სახლის დაწვასთან დაკავშირებით – ასეთია იმ არასრულწოვნების ოჯახის პოზიცია, რომლებიც მეზობელი მამა-შვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

ოჯახის თქმით, სახლის დაწვა სოფლის პროტესტი იყო. ისინი დაკავებულების ოჯახის სოფელში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

“მოთხოვნა გვაქვს ყველას ერთი, რომ უმკაცრესად დაისაჯოს მოძალადე მამა-შვილი. უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ” – განაცხადა არასრულწლოვნების მამიდამ.

ოჯახი დაკავებული მამა-შვილის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

შეგახსენებთ, სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე დაკავებული მამა-შვილი არასრულწლოვანს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი დაუწვა.