საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს.
უწყების ინფორმაციით, სანაპიროზე მობილიზებულია მაშველების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სანაპიროზე პატრულირებენ.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია”, – წერია უწყების განცხადებაში.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.