ხაბეიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება..

​„შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა” გუშინ პარლამენტში შევიდა, თუმცა მათ უარი თქვეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.