ხანძარი დიღმის მასივში- ბოხუას N7-ში არსებულ სამშენებლო კომპანიის შენობას ხანძარი გაუჩნდა.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. ხანძარი ადგილობრივმა შენიშნა.
ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო-სამაშველო და 4 სასწრაფო ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.