ჯანმო რეგულაციების მოხსნის წინააღმდეგია

მეექვსე კვირაა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება,-  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

შემცირებული სტატისტიკის ფონზე,  ორგანიზაცია რეგულაციების მოხსნის წინააღმდეგია.

აქტუალურობას არ კარგავს “კოვიდ-19”-ის წარმოშობის რეალური მიზეზების ძიებაც. ამერიკის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და დამატებით გამოძიებას საჭიროებს.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “უოლ სტრიტ ჯორნალი” ავრცელებს.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმომავლობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ, ვირუსის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად წარმოქმნა ან ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის შედეგად.